არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აჯანყებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას ეხებოდა.
„ჯაშუშებმა საკუთარი უსუსურობა სცადეს, რომ ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით. წარმოუდგენელი ამბავია, მათ უნდა აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს აბრალებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო და ხალხს მოუწოდებენ აჯანყებისკენ. ოღონდ, არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით. პოლიტიკური რესურსი ნული აქვთ, რადგან ქართველებმა თავიანთი ისტორიული მეხსიერებიდან, სიბრძნიდან გამომდინარე მათ არც ამ ჯერზე არ მიანიჭეს არავითარი ლეგიტიმაცია. როდესაც საქართველოში ტარდება არჩევნები და პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტია მეორე ადგილზე გასული პარტია ჩამორჩება 900 000 ხმით, ეს იმას ნიშნავს იმას, რომ მათი ლეგიტიმაცია ნულოვანია და ახლა ცდილობენ, რომ ეს ამბავი ხალხს გადააბრალონ“, – აღნიშნა მდინარაძემ.