This is a specific ad

მამუკა მდინარაძე მარნეულში მომხდარ ფაქტზე: ვერავინ შეუქმნის დადგმული სპექტაკლებით არჩევნების ლეგიტიმაციას პრობლემებს, უმკაცრესად დაისჯება, ვინც ჩაიდინა მავნებლობა სახელმწიფოს, მისი კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ

25

Another advertisement

როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მე მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩავატარე. ერთ-ერთი პუნქტი, რაც მე მაშინ მოვუყევი წინასწარ საზოგადოებას, იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მოდიოდა „ნაცმოძრაობიდან“ , რომ ისინი აპირებდნენ ადამიანების მოსყიდვას საიმისოდ, რომ შემდეგ მომხდარიყო ვიდეო კადრების გავრცელება, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სქემა იყო „ქართული ოცნებიდან“ ვინმეს მოსყიდვა, რომელიც შემდეგ ან სხვას დაარწმუნებდა, ან თავად ჩაყრიდა ბიულეტენებს და ამის ვიდეო კადრები გავრცელდებოდა, რაც არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.

„სქემა იყო ასეთი, რომ უნდა მოესყიდათ, უნდა მოეძებნათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებში, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, რომელიც შემდეგ სხვას დაარწმუნებდა, ან თვითონ გააკეთებდა ამას, რომ ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს, საარჩევნო ურნაში ან ელექტრონულ აპარატში და ამას შემდეგ გადაიღებდა ვინმე კვლავ ნაცმოძრაობიდან და ეს ვიდეო კადრები გავრცელდებოდა და იქნებოდა ბუნებრივია ასეთი პროვოკაცია დადგმული. ერთი-ერთში, როგორც იმ დღეს ვილაპარაკე, ერთი-ერთში დადასტურდა, თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, ჩვენ ამის მოკვლევას კიდევ ვატარებთ, დავასწრებთ მოვლენებს, თუ ეს კადრები ნამდვილია, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის ან რომელი, არ ვიცი, ენჯეო სექტორი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ეს ჩვენი იქნება თუ სხვისი არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას. წარმოუდგენელია, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი, ნახევარ თუ ერთ მეტრში კამერა უღებდეს და ასე ყრიდეს იმ უბანზე, სადაც არ არის ელექტრონული არჩევნები და ასეთი რამდენიმე ათეული უბანია ქვეყანაში მხოლოდ, წარმოუდგენელია, რომ კამერის წინ ასე ყრიდეს და იცოდეს, ხედავდეს, შეუძლებელია, რომ ვერ ხედავდეს, ეს ერთი. ანუ, ეს არის სპეციალურად გაკეთებული.“ – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს, მონაწილეობს ქვეყნის არევის გეგმაში, თუმცა, ამ სპექტაკლებით არჩევნების ლეგიტიმაციას პრობლემას ვერავინ შეუშლის.

„სამწუხაროდ, თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, იქ მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი საარჩევნო უბანზე და იმის გამო, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, მე პირადად დარწმუნებული ვარ ამაში, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს.

ვერავინ ვერ შეუქმნის პრობლემას ასეთი დადგმული სპექტაკლებით, რომელშიც სამწუხაროდ, იღებს ადამიანი მონაწილეობას, რომელმაც ჩაიდინა პირდაპირ მავნებლობა, საქართველოს სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური წყობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ, შესაბამისად პირობას ვაძლევთ ყველას და დარწმუნებული ვარ ეს იქნება დამოკიდებულება სამართალდამცველების და სამართალდამცავი ორგანოების დაისჯება უმკაცრესად ყველა, ეს ის ადამიანი იქნება თუ ყველა სხვა კიდევ მომავალში დღის განმავლობაში ამას მოიფიქრებს იმიტომ, რომ ეს არის საბოტაჟი პირდაპირი გაგებით, აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც კიდევ შეიძლება ჰქონდეს განზრახული ასეთ სპექტაკლებში, ასეთ სიბინძურეში, მდაბიო ფეიკების დადგმაში, მოვუწოდებ და მიაწვდინეთ ყველას ხმა, ვინც არ არის ტელევიზორთან, ვინც არ არის სოციალურ ქსელთან გაავრცელეთ მაქსიმალურად, ყველას ვთხოვ, მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, რომ მიწვდინონ ყველას ხმა , რომ თუ მსგავს დანაშაულში ხაზგასმით ვამბობ – დანაშაულში მიიღებენ მონაწილეობას, მათი დამცველი არ იქნება არავინ და მითუმეტეს არც ჩვენ, ისინი დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.“ – განაცხადა მდინარაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი გუნდისთვის – ნინო ლაცაბიძე
Öncəki yazı
მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო