This is a specific ad

მავნე ორგანიზმები კარტოფილში – საბაჟოდან ტრანსპორტი უკან გააბრუნეს

49

Another advertisement

რუსეთიდან მომავალი კარტოფილით დატვირთული ტრანსპორტი ყაზბების საბაჟოდან უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთან სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, რუსეთის რესპუბლიკიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
კორუფციის აღქმის ინდექსი 2023: საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა
Öncəki yazı
გერმანიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს