ლიბერთი აგრძელებს რეგიონებში ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარებას ხელშეწყობას. 28 -29 ოქტომბერს, ლეჩხუმში, „ცაგერის ისტორიულ მუზეუმში“ ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები გამოიფინა, რაც ამავე მუზეუმისა და ლიბერთის ერთობლივი პროექტის ნაწილია. პროექტი სახელწოდებით „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ მიზნად ისახავს მოზარდების ცოდნის ამაღლებას და შეხვედრას იმ ადამიანებთან, რომლებიც იშვიათ ცოდნას ფლობენ რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ სამი სპიკერი ჩაატარებს თემატურ ლექციას და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ახლებურად გააცნობს რუსთაველის შემოქმედებას. მომავალ წელს მსგავსი სახის პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვისაც იგეგმება და არაერთ მნიშვნელოვან პროექტი დაფინანსდება.
-