აქციებში არასრულწლოვანების ჩართვას ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყოველგვარ მორალს გაცდენილია რასაც პრეზიდენტი და რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები აკეთებენ.
„ბოლო დღეებში უკვე ვხედავთ, რომ ახალგაზრდები, არასრულწლოვანები ჩართეს აქციაში, რაც პირდაპირ ამ რადიკალების დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია – სკოლების გაფიცვა, ბავშვების აქციაზე მიყვანა. იქ ქალბატონმა ზურაბიშვილმა გუშინწინდელ ბრიფინგზე პირდაპირ წაახალისა ძალადობა. პირდაპირ უთხრა ახალგაზრდებს ნუ გეშინიათო, იძალადეთო, არის გარკვეული ფონდები, ჯარიმებს ჩვენ გადაგიხდითო, მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთო.
ყოველგვარ მორალს გაცდენილია რასაც აკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი, რომელსაც ერთი თვე დარჩა თავის პოზიციაზე, რასაც აკეთებენ იგივე რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.