Another advertisement
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გადადგება.
“ხუთშაბათს პრეზიდენტს ჩემი და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას წარვუდგენ“, – განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.
კრიშიანის კარინშის ინფორმაციით, მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია “ახალი ერთობა” პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის არჩევას ოთხშაბათს გეგმავს. მომავალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა უნდა მიანიჭოს.ცნობისთვის, ჯერ კიდევ პარასკევს კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობას შექმნიდა და მის სათავეში დარჩებოდა