Another advertisement
მარიტა გუტაშვილი შოვში ჩამოწოლილ მეწყერს გადაურჩა, მაგრამ დაკარგა ოჯახის 9 წევრი. მეწყრის შემდეგ გარდაიცვალა მისი და-ძმა. დეიდა, ორი დეიდაშვილი. ბიძაშვილი სამი შვილით. ჟურნალისტებთან საუბარში მარიტა ამბობს, რომ მისი ოჯახის ორ წევრს დღემდე ეძებენ. მან ჟურნალისტებს უჩვენა მისი დაღუპული ოჯახის წევრების ფოტოები, რომლებიც პერანგზე აქვს დამაგრებული.