This is a specific ad

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – 1-ელი დეკემბრიდან

98

Another advertisement

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი გახდება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე. ბევრი მოქალაქე ვერ ერკვევა აღნიშნულ დოკუმენტაციაში და ხშირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ეუბნება მათ, რომ დაეხმარება და მიდის თანხების გამოძალვა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, მუნიციპალიტეტი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტულ სერვისს, პერსონალურ კონსულტანტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İstanbulda ağır yol qəzası olub, ölən və yaralananlar var
Öncəki yazı
ბათუმში 9 თვის ორსული გარდაიცვალა – “ბავშვიც ვერ გადაარჩინეს… ანა მამა მარკოზის ქალიშვილი იყო”