Another advertisement
ხმაური და დაპირისპირებაა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო ხატიაშვილების ოჯახს ასახლებს. კორპუსის შესასვლელი რკინის კარი პოლიციამ სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. აღსრულების პოლიციის კორდონი კართან დამცავი ფარებით დგას.
დაპირისპირებაა ოჯახის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ბიუროს წარმომადგენლებს შორის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.