This is a specific ad

კახა კალაძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე: რის გამო უნდა დაგვასანქცირონ, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა რომ არ მივეცით და სანქციებს არ მივუერთდით?

22

Another advertisement

„ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რაზეც ოცნებობს თითოეული ქართველი, სადაც არის სამართლიანობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროსაბჭოს გადაწყვეტილების თემაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის შესაბამისი დოკუმენტის მომზადების ფაქტი არის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი დასჯა იმის გამო, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა და სანქციებზე მიერთება არ მოხდა.

„წარმოუდგენელია ეს ფაქტი. რის გამო უნდა შეუზღუდონ დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს გადაადგილება ვიზის გარეშე თუ ვიზით? ჯერ თავადაც არ არიან ჩამოყალიბებული. წარადგინეს დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც უნდა დაიწყონ და როგორ დამთავრდება ეს მუშაობა, არავინ იცის. რის გამო უნდა დაგვასანქცირონ, რომ არ მივეცით შესაძლებლობა ქვეყანაში მეორე ფრონტი გაეხსნათ და სანქციებს არ მივუერთდით? ამით დავაზარალებდით ჩვეულებრივ ადამიანს, გლეხს, ბიზნესს, მცირე და საშუალო სექტორის წარმომადგენლებს. შემდეგ ეკონომიკა თავზე ჩამოგვეშლებოდა. ამიტომ არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დავიცავით ჩვენი ხალხისა და ეროვნული ინტერესები. ამის გამო თუ უნდა დავისაჯოთ, კი ბატონო. ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და არასამართლიანი პროცესები. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რაზეც ოცნებობს თითოეული ქართველი, სადაც არის სამართლიანობა. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს დამოკიდებულებაც მალე შეიცვლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ქვეყანაში უფრო დიდი არეულობის პრევენცია მოახდინა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიციურმა ძალებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, თუმცა, ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ არ შედგა.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იყო შანტაჟი და მუქარები, იგივე გააკეთეს უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხზე. ჩვენ პირდაპირ კონსტიტუციაში ავიღეთ და ჩავწერეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა. ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა. შესაბამისად, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რასაც მივყვებით, თანმიმდევრულად ვასრულებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ. თუმცა, ამ გზაზე როცა ხდება შანტაჟი, პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიღება და უსამართლოდ მოქცევა, ეს ძალიან მძიმეა და დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროპულ მომავალს. ჩვენ მზად ვართ, დადონ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ხელს დღესვე ვაწერთ.

რაც შეეხება საფრთხეებს, წინა წლებიც რომ გავიხსენოთ, რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო. ხან ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, ხან არასამთავრობოები, ახლა კი,  ყველაფერი გააერთიანეს. ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ძალიან მწარედ მიიღეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მათ უთხრა არა, რადგან ქვეყანაში ბოროტება, უსამართლობა, სისხლისღვრა არასდროს დაბრუნდება. ამაზე გაბოროტებულებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულებიც კი ჩართეს, მაგრამ ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ არ შედგა, სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობას არავის მივცემთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა, ჰქონდათ გათვლა, რომ ავყვებოდით პროვოკაციას, თუმცა ჩვენ შევინარჩუნებთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს იმ მეგობრობის გათვალისწინებით, რომელიც ქართველ ხალხს აკავშირებს ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან – ირაკლი კობახიძე