ამ სტატიაში გიზიარებთ 5 ყველაზე გავრცელებულ ნიშანს, რომელიც კანის კიბოზე მიანიშნებს. მათი უგულებელყოფა არ შეიძლება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
ხალები თქვენს კანზე
თუკი ხალის ერთი ნახევარი არ ჰგავს მეორე ნახევარს, ხალს აქვს ცუდად გამოხატული ან არარეგულარული საზღვრები, იმ შემთხვევაში თუ ხალის ზომა აღემატება ფანქრის საშლელის ზომას, ხალი იცვლის ზომას, ფორმას ან ფერს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ქავილი, მოწითალო ლაქები
სხვადასხვა მიზეზის გამონაყარი დროდადრო შეიძლება ყველა ადამიანს გაუჩნდეს, გამონაყარი სულაც არ არის კიბოს ნიშანი, თუმცა თუკი სხეულზე შენიშნეთ მოწითალო ამოწეული ლაქები, უყურადღებოდ არ დატოვოთ.
მუწუკები
თუკი კანზე შეამჩნევთ ვარდისფერ, მოწითალო ან იასამნისფერ მკვრივ მუწუკებს, რომელიც სწრაფად იზრდება ზომაში.
დაზიანებული ქსოვილი
ბრტყელი ოდნავ აწეული ან დიდი ზომის დაზიანებები კანზე, რომელიც თავდაპირველად ლაქის სახით ჩნდება და აქვს წითელი ან ყავისფერი შეფერილობა.
ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება კანზე
ახალი წარმონაქმნები, კანის ტექსტურის შეცვლა, გაუფერულება და შეშუპება, არ დატოვოთ უყურადღებოდ და მიმართეთ შესაბამისი პროფილის ექიმს.