იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა

72

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა. ვახტანგ ჟვანიას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.  იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იგი ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“. ვახტანგ ჟვანია არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
Öncəki yazı
ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა