This is a specific ad

ისტორიაში პირველად: მარსზე ჟანგბადის წარმოების ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა – NASA აცხადებს, რომ წითელ პლანეტაზე ჟანგბადის გამომუშავება უკვე შესაძლებელია

33

Another advertisement

NASA ასა­ჯა­რო­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ამე­რი­კულ­მა მარსმა­ვალ­მა Perseverance-მა წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ჟანგბა­დის წარ­მო­ე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტი და­ას­რუ­ლა. ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლის ზო­მის მო­წყო­ბი­ლო­ბამ რამ­დე­ნი­მე, სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, 122 გ ჟანგბა­დის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა, რაც ას­ტრო­ნავ­ტებს სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეყო­ფათ. Perseverance მარსზე 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ეშ­ვა და მას შემ­დეგ პე­რი­ო­დუ­ლად წვავს ნახ­ში­რორ­ჟანგს ატ­მოს­ფე­რო­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ჟანგბა­დის წარ­მო­ე­ბის­თვის. NASA-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის პემ მელ­რო­ის თქმით, მო­წყო­ბი­ლო­ბამ, სა­ხე­ლად MOXIE, 2021 წლის აპ­რი­ლის შემ­დეგ ჟანგბა­დი 16-ჯერ გა­მო­ი­მუ­შა­ვა, რაც ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა სა­წყის მიზ­ნებს. “MOXIE-ის შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გი აჩ­ვე­ნებს, რომ მარ­სის ატ­მოს­ფე­რო­ში ჟანგბა­დის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ეს ხელს შე­უ­წყობს ას­ტრო­ნავ­ტე­ბის­თვის სა­სუნ­თქი ჰა­ე­რის ან სა­რა­კე­ტო საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბას“, – ამ­ბობს მელ­როი. Perseverance რო­ვე­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი პლა­ნე­ტა­ზე უძ­ვე­ლე­სი მიკ­რო­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბის ძი­ე­ბაა. ერთი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უძ­ვე­ლე­სი მდი­ნა­რის დელ­ტა­ში მარსმა­ვალ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბა მეც­ნი­ე­რებს და­ად­გი­ნონ, არ­სე­ბობ­და თუ არა სი­ცო­ცხლე წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneulidən Quriyaya humanitar yük göndərilib
Öncəki yazı
„მიმდინარეობს უშუქოდ დარჩენილი დასახლებების შესწავლა“ – როგორ გეგმავს მთავრობა ხევსურეთის უშუქოდ მყოფი მოსახლეობის დახმარე