This is a specific ad

ისტორიაში პირველად, ინდური კოსმოსური ხომალდი მთვარეზე დაეშვა

56

Another advertisement

ინდური კოსმოსური ხომალდი დღეს, ადგილობრივი დროით 6 საათზე მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დაეშვა.

პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს შეძლო. ხომალდი Chandrayaan-3 გასულ თვეს გაფრინდა მთვარეზე, სადაც 1 მთვარის დღით დარჩება, რაც დედამიწის 14 დღეს უდრის.

გასულ კვირას, მსგავსი მისიით გაშვებულმა რუსულმა Luna-25-მა ძრავის გაუმართაობის გამო, მარცხი განიცადა და მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვება ვერ შეძლო.ინდოეთის მოსახლეობა ამაღლებული განწყობით აკვირდებოდა პირდაპირ ეთერში ხომალდის მთვარეზე დაშვებას. რამდენიმე საათით ადრე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ღვთისმსახურების ადგილებში ლოცვები აღევლინებოდა. მოვლენების განვითარებას პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი სამხრეთ აფრიკიდან ადევნებდა თვალს, სადაც BRIC-ის სამიტის ფარგლებში იმყოფება.

Chandrayaan-3 აღჭურვილია პლანეტარული როვერით – რობოტით, რომელმაც მთვარის ზედაპირის ქიმიური შემადგენლობა უნდა შეისწავლოს და მოიძიოს წყლის რესურსი. ინდოეთი უკვე მეორე ქვეყანაა ჩინეთთან ერთად, რომელსაც მთვარეზე მოქმედი პლანეტარული როვერი ჰყავს.

“სამხრეთ პოლუსზე დაშვება ინდოეთს შესაძლებლობას მისცემს გამოიკვლიოს მთვარეზე წყლის ყინულის არსებობა. ეს კი უმნიშვნელოვანესია მთვარის გეოლოგიური მეცნიერებისა და მონაცემების შეგროვებისთვის“, – ამბობს კარლა ფილოტიკო, საკონსულტაციო კომპანია SpaceTec Partners-ის მმართველი დირექტორი.

2019 წლის მთვარეზე გაშვებული მისიის მარცხის შემდგომ, ახალი ოპერაციის წარმატება ინდოეთისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა გლობალურ კოსმოსურ რბოლაში. ივნისში ინდოეთმა ხელი მოაწერა Artemis Accords – აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას, რომელიც ორ ათეულ ქვეყანას ერთობლივი მისიებისა და სამოქალაქო კოსმოსური კვლევის გარშემო აერთიანებს.მყინვარმა, რომლის გამოსაკვლევადაც Chandrayaan-3 დაეშვა, მთვარის არც ისე უსაფრთხო, სამხრეთ პოლუსზე, აშშ-ისა და ჩინეთის ინტერესიც გამოიწვია. სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე ტერიტორიის შესასწავლად აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მისია, Artemis III პირველი ადამიანების გაგზავნას მთვარეზე 2025 წელს გეგმავს.

მთვარეზე კვლევითი სადგურის აშენებას აპირებს ჩინეთი, 2030 წლისთვის კი ასტრონავტების გაშვებას. იაპონია კი 26 აგვისტოს ეკიპაჟის გარეშე გაუშვებს მისიას მთვარეზე.ინდოეთის კოსმოსური სააგენტო და NASA შეთანხმდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ინდოელი ასტრონავტების გაშვების შესახებ. ინდოეთს მთვარეზე ერთობლივ მისიაზე მუშაობის შესახებ მოლაპარაკებები აქვს იაპონიასთანაც.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Tarixdə ilk dəfə Hindistanın kosmik gəmisi Ayın cənubuna endi
Öncəki yazı
გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება