This is a specific ad

ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის უკან ის იდგა – მედია

60

Another advertisement

“ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მკვლელობის უკან ის იდგა, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღშფოთებულნი იყვნენ ჰანიეს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების გამო და გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ღაზაში ზავის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები.

Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ისრაელმა მათ არ მიაწოდა ინფორმაცია სხვა ოპერაციების დაწყებამდეც, მათ შორის „ჰეზბოლას“ მეთაური ლიკვიდაციის შესახებ.

ამასთან, Washington Post-ი ციტირებს ისრაელელ ოფიციალურ პირს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს და რომელიც ადასტურებს, რომ გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი დაძაბული იყო.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
35 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
Öncəki yazı
ქონებრივი დავის გამო, ბავშვობის მეგობარი დანით მოკლა – ბრალდებული ციხეში 10 წელს გაატარებს