Another advertisement
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის პროვინცია ბექაას დაბომბვა დაიწყო. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
„ცაჰალის“ მტკიცებით, პროვინციაში იერიშები დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ხორციელდება.
მანამდე ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა ცნობა, რომ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვეს. გაშვებული რაკეტების სამიზნეს ისრაელის ზემო გალილეის ტერიტორია წარმოადგენდა.
რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა.