This is a specific ad

ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი დახმარება ჰქონდა შტატებისგან – თინა ხიდაშელი

51

Another advertisement

ჩვენ რეპუტაცია შეგვილახა “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ქვეყანას. “ქართული ოცნება” ძალიან მალე შეიცვლება, მაგრამ ამ რეპუტაციის და ნდობის აღდგენას გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს 26 ოქტომბერი – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა

,,ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჰქონდა ჯამურად შტატებისგან. ეს იყო შედეგი რა თქმა უნდა, იმ ძალიან მაღალი ნდობის და რეპუტაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. კი ბატონო გვიჭირდა, კი ბატონო, ღარიბი სახელმწიფო ვიყავით, კი ბატონო, პრობლემები გვქონდა აგრესიულ მეზობელთან, მაგრამ ეს სახელმწიფო იმსახურებდა იმ მხარდაჭერას და პოლიტიკური კაპიტალის გაწირვას მისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აძლევდა. დღეს ეს დადგა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე. ჩვენ რეპუტაცია შეგვილახა “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ქვეყანას. “ქართული ოცნება” ძალიან მალე შეიცვლება, მაგრამ ამ რეპუტაციის და ნდობის აღდგენას გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს 26 ოქტომბერი” – განაცხადა ხიდაშელმა

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული
Öncəki yazı
“საქართველო ირჩევს ევროპას” – 20 ოქტომბერს, თბილისში მასშტაბური სახალხო მსვლელობა 4 ლოკაციიდან დაიწყება