This is a specific ad

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი მოკლულია

37

Another advertisement

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია. მინისტრის თქმით, იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს. როგორც კაციმ აღნიშნა, მისი მკვლელობა არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა.

იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირანში მისი წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო.
Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ – მოსალოდნელია შტორმი, წვიმა, ძლიერი ქარი, თოვლი
Öncəki yazı
მარნეულში ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში 14 ახალი სკვერი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა