This is a specific ad

ისინი, ვინც ცდილობენ საქართველოს ტერიტორია რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ, საქართველოს რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის სამიზნედ აქცევენ – „ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტი

45

Another advertisement

“ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდი “სინამდვილეში“ ეხმიანება “საერთაშორისო გამჭვირვალობ საქართველოს“ უფროსი მკვლევარის ქეთი შოშიაშვილის პოსტს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს: “ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ“, – წერს შოაშიაშვილი.

კრიტიკის საპასუხოდ “ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი წერს:

“სინამდვილეში, ისინი ვინც ცდილობენ საქართველოს ტერიტორია რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ, საქართველოს რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის სამიზნედ აქცევენ და ამით რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ითრევენ. შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელები იმ ადამიანებს შორის იყვნენ, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობისგან უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ. სწორედ მაშინ ითქვა ფრაზა, რომ უკრაინისთვის რუსეთზე სანქციებით და მებრძოლების გაგზავნით დაუხმარებლობას „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობდა“.„საერთაშორისო გამჭვირვალობა” იყო ასევე იმ NGO-ებს შორის, რომლებიც, მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ქვეყნის წალეკვის მუქარით მთავრობის გადადგომას და ახალ მთავრობაში საკუთარ მონაწილეობას ითხოვდნენ. ასეთი განცხადებები აჩენს აღქმას, რომ ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთზე თავდასხმისთვის დერეფანს გახსნიდნენ.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაცია, რომლის მიმდინარე პროექტების დაფინანსება დაახლოებით 6 000 000 ლარია, ანტიქართულ პროპაგანდას ავრცელებს“, – წერია ფეისბუქ გვერდის “სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Güclü külək və daşqınlar Sameqrelo-Zemo Svanetidə problemlər yaradıb
Öncəki yazı
სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ