This is a specific ad

ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა

52

Another advertisement

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, ამის შესახებ მან დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით ეს გადაწყვეტილება გუნდთან შეთანხმებით იქნა მიღებული, ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა და განმარტა ის მიზეზები რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მისი თქმით: “სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში ყველაზე მეტ ხანს – 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი – გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა; მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ – შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა…”  რასთან დაკავშირებითაც, ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება.

ღარიბაავილისვე თქმით – “მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა.”

მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ასევე პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ყველა საჯარო მოხელეს!

ღარიბაშვილმა თანადგომისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მის მეუღლეს, შვილებს და მშობლებს.

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
Rusiyanın İstanbuldakı baş konsulluğu Türkiyə DİN-ə müraciət edib
Öncəki yazı
Poniçalada yanğın baş verib