This is a specific ad

ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

18

Another advertisement

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ირაკლი კობახიძემ გამოთქვა რწმენა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განმტკიცდება და გაღრმავდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და სხვა.

ირაკლი კობახიძემ რობინ დანიგანს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
Öncəki yazı
შესაძლოა, პრობლემა შეექმნას ელექტროენერგიის მიწოდებას, ოპტიკურ სისტემებს… – კიდევ რა პრობლემებს შექმნის სუპერ შტორმი მზეზე