This is a specific ad

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

82

Another advertisement

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს  ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

„ყურადღება მიექცა ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს. ასევე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონულ ვითარებას, ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, – აცხადებენ საელჩოში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Tbilisidə “Saz” filminin təqdimatı olub
Öncəki yazı
İrakli Kobaxidze Faiq Quliyevi qəbul edib