Another advertisement
“ჩვენ გადავდგამთ საკუთარ ნაბიჯებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, გავაგრძელებთ ძალისხმევას თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ფარგლებში. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია“.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 14 თებერვალს გამართულ ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა ნათლად აჩვენებს ამას.
„ეს არის ჩვენთვის მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რადგან ეს ჩვენი ოჯახია. სხვა ოჯახი არ გვყავს. ჩვენი ოჯახი თურქული სამყაროა“.