ხედავთ, რომ მაკრონს ყურები აქვს წამოწეული, არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, იგი საქართველოშიც უნდა შეძვრეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„კარგია, რომ (საქართველოში) ახლა ვითარება უკვე სტაბილურობისკენ მიდის. თქვენ ხედავთ, რომ მაკრონს ყურები აქვს წამოწეული. არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, იგი საქართველოშიც უნდა შეძვრეს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ამავე ინტერვიუში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მედია უცხოეთიდან არ ფინანსდება.
„აღმოჩნდა, რომ საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც დასავლეთისგან დაფინანსებას იღებენ და ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ ან ხელფასს იღებენ, ალბათ, ათიათასობით არიან, თუ უფრო მეტი არა. ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ. მაგალითად, აზერბაიჯანული მედიის დაფინანსება უცხოური წყაროდან ერთი პროცენტითაც არ შეიძლება. ეს არ შეუძლიათ. რატომ? ჩვენ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში, რატომ უნდა დააფინანსონ მათ ჩვენი მედია? ასე რომ, ისინი თავიანთი რესურსებით, როგორიცაა „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის შესახებ სიბინძურეს ავრცელებენ და სომხეთთან ჩვენს გამარჯვებას ჩრდილს აყენებენ. ვფიქრობ, ამის მოსაგვარებლად საქართველოში გარკვეული დრო დაიკარგა და როცა ეს გაკეთდა, როგორც ამბობენ, მატარებელმა ცოტათი ჩაიარა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.