This is a specific ad

ილჰამ ალიევი: “აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი”

18

Another advertisement

გაზიარებაომი უკრაინაშიმსოფლიო25.09.2023 / 18:02ილჰამ ალიევი – 5 დღის წინ აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტიილჰამ ალიევი – 5 დღის წინ აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტიაზერბაიჯანმა, ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ განხორციელებისას, სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.„თუ სამი წლის წინ, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, ჩვენ დავასრულეთ ოკუპაცია, მიმდინარე წლის 23 აპრილს ჩვენ სრულად აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის შექმნით ლაჩინის მიმართულებით. ხუთი დღის წინ, ჩვენ სრულად უზრუნველვყავით და აღვადგინეთ ჩვენი სუვერენიტეტი.

„24 საათზე ნაკლებ დროში განხორციელებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონოდ მდებარე სომხური არმია დანებდა, დათანხმდა ჩვენს პირობებს და ამით აზერბაიჯანმა სრულად უზრუნველყო თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტი“, – განაცხადა ალიევმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ყარს-ნახჭევანის რკინიგზაზე ოქმი გაფორმდა
Öncəki yazı
5 ოქტომბერს ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან