Another advertisement
ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია უმრავლესობას მოიპოვებს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიდან 68-ს მოიპოვებს. ამჟამინდელ პარლამენტში მმართველი პარტია 69 მანდატს ფლობს.
აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი, გუშინ, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა.