This is a specific ad

ილჰამ ალიევთან საუბრისას ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევის მნიშვნელობას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

51

Another advertisement

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საუბრისას დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს შემდგომ ურთიერთქმედებას ნებისმიერი გზით, რაც სასარგებლო იქნება სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის.

„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით მიაღწიეს და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევის მნიშვნელობას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელწმიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა სატელეფონო საუბარში ასევე აღნიშნა ორხმრივი ურთიერთობის აღდგენაზე.

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული. მან მოუწოდა აზერბაიჯანს, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელთან, ლია მდინარაძესთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა
Öncəki yazı
Marneuli Bələdiyyəsinin bir neçə kəndi hələ də işıqsız qalıb