This is a specific ad

ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $100 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს $7.50 მილიარდს მიაღწია – ბლუმბერგის ინდექსი

47

Another advertisement

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 21 სექტემბრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი  $7.50 მილიარდს ფლობს, რაც მისი რეკორდული მაჩვენებელია.

 

გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 385-ე ადგილს იკავებს, წლის დასაწყისიდან $900 მილიონით გამდიდრდა, რაც მისი ქონების 13.7%-ით ზრდაა.

ბლუმბერგის თანახმად სექტემბრის თვეში ივანიშვილის ქონებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა, თვის დასაწყისში მისი ქონება $7.45მილიარდს შეადგენდა,  10 სექტემბერს კი $7.2მილიარდამდე შემცირდა, $7.4-მილიარდამდე გაიზარდა 20 სექტემბერს, 21 სექტემბრისთვის კი ერთბაშად 100 მილიონით მოიმატა და ამჟამად $7.50 მილიარდს შეადგენს.

 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. შეფასების დაწყებისას ივანიშვილის ქონების სავარაუდო მოცულობად 6.4 მილიარდი დოლარი იყო მითითებული. შემდეგ წლებში კი 5-6 მილიარდის ფარგლებში მერყეობდა.

 

Forbes-ის რეიტინგში ცვლილებები არ განხორციელებულა და ივანიშვილის ქონება როგორც 2023, ისე 2024 წლისთვის $4.9 მილიარდად არის შეფასებული.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თურქეთში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა – დაშავდა 18 ადამიანი
Öncəki yazı
სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა