You sent
ყველა ვხედავთ ალიანსს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ შორის, მათ საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო დღის წესრიგით მოქმედებენ. თუ სალომე ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯზე წავა, ის ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში. ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ამას. ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. ასეთი სიგნალის გაშვება ნიშნავს რევოლუციური პროცესების წახალისებას. ისედაც ლუსტრირებულია სალომე ზურაბიშვილის ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან და თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება მისი რევოლუციური მისწრაფებების სრული ლუსტრაციაც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.