This is a specific ad

თუშეთში, ქორწილში დაჭრილი სამი მამაკაცი, მათ შორის სიძე, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

47

Another advertisement

თუშეთში, ქორწილში ცივი იარაღით დაჭრილი სამი მამაკაცი, მათ შორის სიძე, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ერთ – ერთი დაჭრილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მესამე მამაკაცი კი თბილისში გადაიყვანეს.

დაშავებულებს მრავლობითი ჭრილობა სხეული სხვადასხვა არეში აქვთ. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სოფელ ომალოში მოხდა. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„ჩვენ როგორც ვიცით, სხვადასხვა სუფრიდან ქორწილში მივიდნენ ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში, რასაც მოჰყვა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება. ამ შეხლა – შემოხლის დროს დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის სიძეც, რომელიც საავადმყოფოშია. ასევე არიან ნაცემები. ეს მოხდა ადგილზე დაწყებული გაუგებრობით”, – აცხადებენ ადგილობრივები.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

Kateqoriya: Cəmiyyət
Sonrakı yazı
Biri azyaşlı olmaqla ailənin 3 üzvü dünyasını dəyişdi
Öncəki yazı
Bəy öz toyunda bıçaqlandı-Yerli sakinlər hadisə ilə bağlı danışırlar