This is a specific ad

თურქეთში 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აფეთქდა – არის მსხვერპლი

25

Another advertisement

თურქეთში, ჩორუმში, 5 სართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით, რუსთავი 2 ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულებს შორის 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად, კორპუსთან გაჩერებული ავტომობილებიც დაზიანდა.

 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Marneulidən olan veteran cüdoçu Qiqla Tsipianin uğuru- Dünya çempionatında bürünc medal medal qazanıb
Öncəki yazı
მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა, ამისთვის იყავით მზად – ზურა ჯაფარიძე