This is a specific ad

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა — დაიღუპა 12 ადამიანი

15

Another advertisement

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 20 მგზავრი კი დაშავდა. როგორც CNN Turk წერს, შემთხვევა ღამით, სორგუნის რეგიონში მოხდა, როდესაც ავტობუსს მგზავრები სტამბულის მიმართულებით გადაჰყავდა.

როგორც გამოცემა წერს, ადგილზე მისულ გადაუდებელი დახმარების ჯგუფებს 12 მგზავრი დაღუპული დახვდათ დაშავებულები კი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ავარია.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება:

„ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ვინც სივასიდან სტამბულის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში იმყოფებოდნენ, რომელიც სორგუნის რეგიონში ხევში გადავარდა. მათ, ვინც ავარიის შედეგად დაშავდა სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საჭირო სამართლებრივი პროცედურები მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია,“ — განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Havayda meşə yanğınları nəticəsində mindən çox insan itkin düşüb
Öncəki yazı
Türkiyədə sərnişin avtobusu aşıb, 12 nəfər həlak olub