თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა

133

თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა. მედია წერს, რომ პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:39 საათზე დაფიქსირდა, მომდევნო კი 16:40 საათზე.

მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეების ნაწილი ქუჩებში გამოვიდა. “ანადოლუ” წერს, რომ ისინი ამ დრომდე გარეთ რჩებიან.კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის (AFAD) პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა:

“მალათიის პროვინციის იეშილიურტის რაიონში ზედიზედ ორი მიწისძვრა, 4.8 16.39-ზე და 4.5 16.40-ზე მოხდა. ამ დროისთვის უარყოფითი ვითარება არ არის. მიმდინარეობს საველე სკანირების კვლევები”.

მიწისძვრის ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Rumıniyada NATO təlimlərinin vaxtı açıqlanıb – ƏTRAFLI
Öncəki yazı
Türkiyədə ardıcıl iki zəlzələ qeydə alınıb