This is a specific ad

თურქეთში ზღვამ გიგანტური ზვიგენი გამორიყა

19

Another advertisement

თურქეთში, მარმარარეგლისი-იენიციფტლიკის რაიონის სანაპიროზე, მოქალაქეებმა სანაპიროზე გამორიყული მკვდარი ზვიგენი იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოქალაქეებმა აღმოჩენის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე სანაპირო დაცვის სარდლობა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მივიდნენ და ზვიგენი დაათვალიერეს.

გიგანტური ზვიგენი, 2 მეტრი და 66 სანტიმეტრის სიგრძის იყო და დაახლოებით 200 კილოგრამს იწონიდა. მედიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა სამსახურებმა ზვიგენი სანაპიროდან გაიტანა და სხვა ადგილას დამარხა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Gürcüstanın Almaniyadakı keçmiş səfiri Levan İzoria baş nazirin təhsil və elm üzrə müşaviri təyin edilib
Öncəki yazı
ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, პნევმონია ბავშვებში – სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა