Another advertisement
თურქეთში ვიზიტორებს შესვლისას საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განაცხადა.
მან ასევე დასძინა, რომ ასეთი წესები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს. ახალი რეგულაციის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთი დროებითი ბინადრობის უფლების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით სირიელების მოწმობების დაჩიპვასაც გეგმავს. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტების გაყალბება შეუძლებელი იქნება.