Another advertisement
თურქეთში, დურსუნბეის რაიონში, გოგირდმჟავით დატვირთული სატვირთო მანქანის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და გზის პირას მდებარე სამშენებლო მოედანზე შევარდა. სატვირთო მანქანა 4 გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა და ამობრუნდა.
სატვირთო მანქანის მძღოლი ავტომობილის სალონში გაიჭედა. ინციდენტის შედეგად, დაიღვარა გოგირდმჟავა. ექიმები აცხადებენ, რომ მძღოლი მჟავის გადასხმის შედეგად გარდაიცვალა.
სატვირთოდან დაღვრილი ქიმური ნივთიერება შესაბამისმა სამსახურის წარმომადგენლებმა დაასუფთავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.