This is a specific ad

თურქეთში, ბურსას პროვინციაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 10 ქარხანა დაიწვა

15

Another advertisement

თურქეთში, ბურსას პროვინციაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 10 ქარხანა დაიწვა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ცეცხლის ლოკალიზებას 7 საათი დასჭირდა.

დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.

სააგენტო DHA-ს ცნობით, ხანძარი ბურსას პროვინციაში, ინეგოლის რაიონში მოქმედი ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ, პირველ აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

პროცესი დაიწყო ფაბრიკიდან, სადაც ტყის მასალებს ამუშავებენ.სააგენტოს მიხედვით, ცეცხლის გაჩენა შედუღების სამუშაოების დროს წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია.

ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს, თუმცა ქარის ზემოქმედებით ცეცხლი გაძლიერდა და კიდევ 9 ქარხანას მოედო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თურქმენეთის ავიახაზები 1 აგვისტოდან მოსკოვში ფრენებს წყვეტს
Öncəki yazı
Ədliyyə Evində işçilər təcili olaraq təxliyyə edilir