This is a specific ad

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს

57

Another advertisement

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანსაც საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების გაუმჯობესება წარმოადგენს, განსაკუთრებით კი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის.

შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პირველი დიდი ერთობლივი ქმედება, მიზნად ისახავს შავი ზღვის გაწმენდას ომის შედეგად მოხვედრილი ნაღმებისგან.

ამ ღონისძიების გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მაშინ, როდესაც რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან და ომი საფრთხეს უქმნის ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას.

მას შემდეგ კი რაც რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა კიევმა შავი ზღვის ექსპორტის საკუთარი მარშრუტი აამოქმედა, რამაც გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა უკრაინის ეკონომიკას იმაზე სწრაფად განვითარებულიყო, ვიდრე ამას ექსპერტები პროგნოზირებდნენ, მაგრამ მარშრუტი კვლავაც სარისკოა.

გასულ წელს უკრაინის ოდესის პორტთან ახლოს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სავაჭრო გემის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა რამდენიმე დაშავდა. ნოემბერში, შავ ზღვაში უკრაინის პორტიდან გასვლისას აფეთქების შედეგად სასოფლო-სამეურნეო კომპანია Cargill Inc -ის მიერ დაქირავებული გემი დაზიანდა.

მიუხედავაზ უკრაინული მხარის მიერ, მარტში გაკეთებული განაცხადისა, რომ შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის ომამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა, ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები რუსეთის მხრიდან თავდასხმებს მაინც ხშირად განიცდიან, რაც სერიოზულად აფერხებს მათ საქმიანობას.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
AVRO-2024: Türkiyə millisi Avstriyaya qarşı
Öncəki yazı
რა თანხას მიიღებენ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ჯილდოს სახით?