This is a specific ad

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა- შეძლებს თუ ვერა შვედეთი საბოლოოდ ალიანსში გაწევრიანებას?

47

Another advertisement

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის შემდეგ საკითხს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) განიხილავს. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება.

ამ მომენტისთვის უცნობია თუ როდის შედგება ასეთი კენჭისყრა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბრის ბოლოს გადასცა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
მერიას ახალი წლის გალაკონცერტი 718 874 ლარი დაუჯდება – ვინ იმღერებს 31 დეკემბერს
Öncəki yazı
Lars yolunda 1200 yük maşını ilişib qalıb