Another advertisement
თურქეთის ამოცანაა, გახდეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, გავხდეთ მუდმივი წევრი და არა დამკვირვებელი. თურქეთი უნდა შეუერთდეს შანხაის ხუთეულს, როგორც მუდმივი წევრი. მე განვიხილე ეს საკითხი ბოლო სამიტზე ბატონ პუტინთან, ჩემს ყაზახ კოლეგასთან და ვთხოვე, მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.