This is a specific ad

თვითნასწავლი მხატვრის, ხაიალა მუსტაფაევის პერსონალური გამოფენა გაიმართა

49

Another advertisement

Qafqaztürk -ისა და “დირჩელიშ”- ის ორგანიზებით, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის მხარდაჭერით, 8 ივლისს, 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის კულტურის სახლში თვითნასწავლი მხატვრის, ხაიალა მუსტაფაევას პერსონალური გამოფენა მოეწყო, თემაზე “საქართველო ჩვენი სამშობლოა – აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებია”.

ღონისძიების მთავარი მიზანია საზოგადოებაში სხვადასხვა სფეროში წარმატებული და ნიჭიერი ქალების პოპულარიზაცია, ასევე კაჩაგანის კულტურის სახლის აღორძინებაში წვლილი შეტანა.

მხატვრულ გამოფენაზე საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი ალი იჰსან აქტაში, აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის საკითხებში მრჩეველი რამელ ლატიფოვი, გაზეთ „თაჰსილის“ მთავარი რედაქტორი აბაი ფაშაევი, QafqazTürk Media-ს თანამშრომლები, მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენელი იულია დარბაიძე, მარნეული N8 საჯარო სკოლის მასწავლებელთა კოლექტივი, სოფელ კაჩაგანის მოსახლეობა, ახალგაზრდები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარემ ჰუსეინ იუსუბოვმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ჰუსეინ იუსუბოვმა მიულოცა ნიჭიერ მხატვარს ხაიალა მუსტაფაევას და წარმატებები უსურვა მხატვრულ კარიერაში.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
Öncəki yazı
İyulun 12-dək Gürcüstanda hava necə olacaq?