This is a specific ad

თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

42

Another advertisement

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანია ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო სიაში. სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან – აჰმედ იმამყულიევი
Öncəki yazı
გაფრთხილება! – საქართველოში ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი