This is a specific ad

თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ მაჩვენებელს 3.5-ჯერ აღემატება

49

Another advertisement

თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ მაჩვენებელს 3.5-ჯერ აღემატებათბილისში ჰაერის დაბინძურების დონე საშუალოა, დედაქალაქის ჰაერის ხარისხის, ანუ AQI-ინდექსი კი 65-ია.

ამის შესახებ მონიტორინგის სააგენტო IQAir-ის 2022 წლის რეიტინგში წერია, რაც მის ვებგვერდზე ვრცელდება.

შედარებისთვის: 140-იანი AQI-ინდექსის მქონე ჩილეს დედაქალაქი, სანტიაგო მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქად დასახელდა.

ინდექსის ეს მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ ჰაერი შესაძლოა, საზიანო იყოს ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის, გულისა და ფილტვების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც გარეთ მუშაობს.

თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებლის, PM2.5 (Particulate Matter) მყარი ნაწილაკების ოდენობა 17.6 მკგ/მ³-ს (მიკროგრამ/კუბურ მეტრს) შეადგენს. PM 2.5 არის ჰაერში არსებული ყველაზე პატარა ნაწილაკები, რომლის ზომაც 0,001-დან 2,5 მიკრომეტრამდეა (მკმ). ისინი ჰაერში სხვადასხვა ქიმიური რეაქციებისა და სხვადასხვა ნივთიერების ნაერთების შედეგად წარმოიქმნება. მეგაპოლისებში ან მსხვილი სამრეწველო საწარმოების მახლობლად ჰაერი გაცილებით მეტ ასეთ დაბინძურებას შეიცავს.

სააგენტო, IQAir-ის ცნობით, ამჟამად თბილისში PM2.5-ის კონცენტრაცია 3.5-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის წლიურ რეკომენდებულ მაჩვენებელს, მაშინ, როცა სანტიაგოს PM2.5-ის კონცენტრაცია ჯანმო-ს გაიდლაინს 10,3-ჯერ აჭარბებს.ზოგადად, საქართველოს მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების 2022 წლის რეიტინგში ჰაერის ხარისხის საშუალო, ანუ 61 ინდექსი აქვს მინიჭებული და 132 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. ომი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
Öncəki yazı
Ukrayna ilə bağlı danışıqlarda Türkiyənin nümayəndəsi: “Rusiya həll yolunun axtarışına qarışmasa, nə nəticə, nə də həll olacaq”