This is a specific ad

თბილისში დოკუმენტური ფილმის “საზის” პრეზენტაცია გაიმართა

29

Another advertisement

თბილისში დოკუმენტური ფილმის “საზის” პრეზენტაცია გაიმართა
“Qafqaz Turk Media” იუწყება, რომ გაიმართა დოკუმენტური ფილმის “საზი” პრეზენტაცია, რომელიც გადაღებულია საქართველოში ოზან-აშიკ-საზის ხელოვნების, ასევე ქართული წარმოშობის აზერბაიჯანელთა კულტურისა და ტრადიციების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით.    პრეზენტაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ „ა. ერქომაიშვილი სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში“ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი „ფოლკლორის სახლის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

“პროექტში ჩართული რამდენიმე ორგანიზაციას, შორის საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ოფიციალური ლოგოს არსებობა მეტად წამახალისებელი და სასიხარულოა” – აცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის პრესსამსახური “Qafqaz Turk Media”-თან!

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი ელდარ ბაირამოვი, საქართველოს პარლამენტის ორი გზის დეპუტატი რამიზ ბაქიროვი, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი და პროექტის ხელმძღვანელმა სანდრო ნატაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ფილმს დიდი მონდომებით, სიყვარულით და მონდომებით ამზადებდნენ, რამაც დიდი სიმპათია და მოწონება დაიმსახურა.

GAK-ის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვიმა თქვა, რომ საუკუნოვანი კულტურის შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემის გზა სწორედ ასეთ ფილმებზე გადის. GAK-ის თავმჯდომარემ ფილმის ავტორებს შესთავაზა ფილმის შემდეგი პრეზენტაცია მარნეულში გამართულიყო. მის ამ ინიციატივას დადებითი რეაქციები მოჰყვა აუდიტორიის მხრიდან.
ფილმის პრეზენტაცია ასევე იგეგმება აზერბაიჯანსა და თურქეთში.

 

 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულში მოსახლეობათან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
Öncəki yazı
Tbilisidə “Saz” filminin təqdimatı olub