Another advertisement
თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი 48%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების კვლევაში. ამასთან, კვლევის მიხედვით, 2023 წლის ივლისში თბილისში 3,336 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია. საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და 1,164 დოლარი/კვ.მ შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა. გასაქირავებელი ფასი 13.1 დოლარი/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2022 წლის ივლისთან შედარებით 48%-ით მაღალია. თვიურ ჭრილში, ტრანზაქციების შემცირების ფონზე, ბაზრის მოცულობამ ივნისთან შედარებით 9%-ით იკლო და $255 მილიონი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – აღნიშნულია კვლევაში