This is a specific ad

თბილისი-ბაქო – Georgian Wings-ი საერთაშორისო ავიარეისებს იწყებს

47

Another advertisement

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი შიდა რეისების შემდეგ საერთაშორისო ავიარეისებს იწყებს. 6 სექტემბრიდან ავიაკომპანია თბილისი-ბაქო-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას.

რეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ბილეთები ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის.

აღსანიშნავია, რომ Georgian Wings-ს, რომელიც თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებაზე კვირაში 12 სიხშირით ასრულებს რეისებს კიდევ ერთი იტალიურ-ფრანგული წარმოების, 70 მგზავრზე გათვლილი ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატა.

ავიაპარკის ზრდა კი ავიაკომპანიას აძლევს საშუალებას, რომ შიდა რეგიონალური ფრენების გარდა, მგზავრებს ახალი მიმართულებები და დამატებითი ავიარეისები შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი 31 ივლისიდან ყოველდღიურად ასრულებს რეისებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შეუფერხებლად.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Gürcüstan aviaşirkəti sentyabrın 6-dan Tbilisi-Bakı uçuşlarına başlayır
Öncəki yazı
Abituriyentlərin nəzərinə..