This is a specific ad

თალიბებმა ქალებს ეროვნულ პარკში შესვლა აუკრძალეს

45

Another advertisement

თალიბებმა ქალებს ბამიანის ცენტრალურ პროვინციაში მდებარე ბანდე-ამირის ეროვნული პარკის მონახულება აუკრძალეს. მიზეზად ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევა სახელდება.

ეროვნულ პარკში შესვლა მათ მანამდე არ შეეძლებათ, სანამ გამოსავალი არ მოიძებნება.ბანდე ამირი 2009 წელს ავღანეთის პირველი ეროვნული პარკი და პოპულარული ტურისტული და საოჯახო ადგილი გახდა.

ბამიანში რელიგიურმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ქალები, რომლებიც სტუმრობენ პარკს და არღვევენ წესებს, ადგილობრივი მცხოვრებლები არ არიან.Human Rights Watch-ის სპიკერმა ფერეშტა აბასიმ აღნიშნა, რომ აკრძალვა ქალთა თანასწორობის დღეს დაემთხვა. ეს ფაქტი მან ავღანეთის ქალების მიმართ სრულ უპატივცემულობად შეაფასა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Talibandan daha bir qadağa: qadınlar parka girə bilməz!
Öncəki yazı
მარნეულელი სპორტსმენი თაზო ბოჭოიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა