ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, დღეს, 15 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ლვოვზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 10 წლის ბავშვია. ხუთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
კოზიცკის თქმით, ლვოვის რაიონს 05:20 საათიდან 05:30 საათამდე რაკეტებით შეუტიეს. ერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, 6 კი სამიზნეს მოხვდა.თავდასხმის შედეგად ლვოვის რაიონში 40-მდე სახლი დაზიანდა.
ლვოვში, ჟელეზნოდოროჟნის რაიონში, 20 სახლი დაინგრა. ყველაზე მეტად – კახოვსკაიასა და პატონის ქუჩებში. გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა ფანჯრები და სახურავები.
ასევე, ლვოვში, სამედიცინო პროფესიულ კოლეჯში ფანჯრები დაიმსხვრა, სამრეწველო საწარმოს სამ შენობაში კი ხანძარი გაჩნდა.ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაეცა, ბაღის შენობა დაზიანდა.დღეს, 15 აგვისტოს, დილით, რუსეთმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაზე.
ვრცელდება ინფორმაცია 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ.