ზღვის უბანში ახლად გახსნილი პარკი, რომელზედაც მთავრობამ 40 მლნ ლარი დახარჯა, კანალიზაციამ ჩარეცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
“შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება”, – წერია მერიის განცხადებაში.
“გუშინ საღამოდან ჩვენი ჯგუფი ადგილზე იყო მისული. ნახეს რა ქსელია დაზიანებული. არც წყალია და არც კანალიზაციაა ჩვენი. ეგ არის მერიის მიერ მოწყობილი სარწყავი სისტემა, რომელიც გამწვანებას ადგილზე რწყავს. ახლა, რაც თემქის სკვერში მოედინება, არის წყალი, რომელმაც მიწა ამორეცხა. დაზიანებულია სარწყავი სისტემა. ეს არის მერიის მოწყობილი და არა ჩვენი”, – აცხადებენ GWP-ში.