This is a specific ad

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი არ შეიძლება, დღეს იყოს რუსეთი

30

Another advertisement

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მან სიტყვით მიმართვის დროს ილაპარაკა სამოქალაქო საზოგადოების როლსა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება გადამწყვეტი იქნება. „დღეს ჩვენ რეალურად შევდივართ, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში, სადაც თქვენი როლი (მოგმართავთ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს და ვიცი, რომ ყველა ვერ დავპატიჟეთ, იმიტომ, რომ აქ მოცემულია ისეთი არის, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამწუხაროდ, აქ არ იმყოფება), თქვენ წარმოადგენთ, სწორედ, ამ სექტორს, ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რაც არის გასაკეთებელი. მე ჩემს თავს ვთვლი, პირველ რიგში, როგორც წარმომადგენელი ხალხის, მოსახლეობის, საზოგადოების და თქვენ ხართ ამ საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვთ ის საშუალება, რომ გაწვდეთ უფრო საზოგადოების შიგნით და იქ მიაწოდოთ ხმა. ჩვენ როდესაც ვართ მისული ევროპის კარებთან, ერთგვარად. ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს მომენტი, როდესაც ჩვენ მოგვენიჭება და არ ვიტყვი, არ მოგვენიჭება, კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თავისით არ მოდის ცხოვრებაში არაფერი და ეს მთავარი გზა, რაც არის გასავლელი, არის ჩვენი, თქვენი, ერთად გასავლელი, ქვეყნის გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ნაბიჯი გადადგმული შიგნით ქვეყანაში თუ გარეთ, ყველას თავისი საშუალებებით, რაც გვაქვს, იმ სფეროში, რომელშიც ყველა ცალ-ცალკე ვმოღვაწეობთ – ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, სამართლებრივი სფერო, საგარეო პოლიტიკა და ანალიტიკური ექსპერტების სფერო. ყველას აქვს თავისი როლი. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. მე ვიქნები თქვენთან, იქ, სადაც შემიძლია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის გარდა, სხვა მომავალი არ აქვს. მან აღნიშნა, რომ დღეს რუსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს მომავალი. „ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია, გააკეთოს. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს – არ მისცეს საშუალება, სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარი არის, რომ ჩვენ ყველას – ქვეყანას, საზოგადოებას უნდა ეს ევროპული მომავალი, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს. სხვა მომავალი და ამას მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება დღეს იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. არავინ არ შეგვაშინოს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს. ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება”, – განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გააგრძელებს ევროპის ქვეყნებში ვიზიტებს: „მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში, როგორც ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაში”

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Yanvar-avqust aylarında həyata keçirilən idxal və ixrac
Öncəki yazı
Ukraynada gürcü döyüşçü həlak oldu – FOTO